როგორ გამორჩა 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის ხსენება პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

როგორ გამორჩა 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის ხსენება პრეზიდენტს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამის მიერ სახელმწიფო ცერემონიების სასახლის პროტესტის ნიშნად დატოვებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორ გამორჩა

"მხოლოდ და მხოლოდ, ტექნიკურად იყო გამორჩენილი არა სიაში, არამედ როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა. შეიძლება ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ბუნებრივია, 9 აპრილიდან ყველა გვახსოვს, მაგრამ თუკი ვინმე მახსოვს ეს არის თამარ ჭოველიძე", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა.

სასახლეში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები ამოიკითხა. არკადი ჭოველიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თამარ ჭოველიძის ხსენება გამორჩა, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია და ღონისძიება დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"