დღეს პატიმრობიდან გათავისუფლებული ტარიელ ონიანი, რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს - კვირის პალიტრა

დღეს პატიმრობიდან გათავისუფლებული ტარიელ ონიანი, რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდა, რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს.

როგორც "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახური იუწყება, კრიმინალური ავტორიტეტი შესაძლოა, ესპანეთში იყოს დეპორტირებული, სადაც ის საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.

არსებული ინფორმაციით, ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს 40 დღით, რის შემდეგაც მისი რუსეთიდან დეპორტირება უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანმა დღეს მოიხადა 10-წლიანი სასჯელი, რის შემდეგაც ის განსაკუთრებული რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიიდან გათავისუფლდა. ის 2009 წელს დააკავეს მოსკოვში ბიზნესმენის გატაცების გამო.

2006 წელს ის ესპანეთში საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს ქვეყანაში რუსული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.