"მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ჩვენ არ ვიცოდით... მაშინ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში" - კვირის პალიტრა

"მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ჩვენ არ ვიცოდით... მაშინ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში"

დღესაც ნახევარზე მეტი პროკურორები გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნულები და სასამართლოშიც ნახევარზე მეტი, გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლეები - ხუთი წლის განმავლობაში არავის ახსოვდა სასამართლო და არავინ შფოთავდა ამაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიძინა ივანიოშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არც მათი შეცვლის რესურსი იყო და არც პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანას მოჯადოებულ წრეზე არ ეარა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსამართლეებს გამორკვევის საშუალება მისცა, მიუხედავად იმის, რომ მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მათი გაკონტროლების მცდელობა იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული მოსამართლეები მივიღეთ 100%-ით და 100%-ით მივიღეთ პროკურატურა. დღესაც ნახევარზხე მეტი პროკურორები გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნულები და სასამართლოშიც ნახევარზე მეტი, გახლავთ ადეიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ზოგიერთისგან იყო მცდელობა, რომ დაგვერბია სასამართლო და პროკურატურა, როგორც ეს ქნა სააკაშვილმა, მაგრამ არც ამის რესურსი იყო და არც ამის ნება - ეს ისევ მოჯადოებულ წრეზე გვატარებდა. ჩვენ გავაკეთეთ ღირსეული და ძალიან სწორი არჩევანი და სასამართლოს მივეცით გამორკვევის საშუალება. რაც მთავარია, ხუთი წლის განმავლობაში არავის ახსოვდა სასამართლო და არავინ შფოთავდა ამაზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მანვე სასამართლო სისტემაზე და ე.წ კლანურ მმართველობაზე ბრალდებებზე ისაუბრა. ინტერვიუში ივანიშვილმა ხორავას საქმეც გაიხსენა.

"კლანურ მმართველობაზე როდესაც საუბრობენ, როცა კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ, აბა გაიხსენთ ჩვენი უახლოესო ტრაგედია! ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, თქვენ ნახეთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ მოვიდა თანხვედრაში პროკურატურასთან. ნახეთ სავსე ქუჩები, უამრავი ემოციები და ერთ რამეს ვიტყვი ის მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ დადებულ გამოძების შედეგებს, ეკა არეშიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უავადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში კლანზე საუბრობენ?! რას შფოთავენ ჩვენი გუნდის წევრები ან სხვები?! შფოთავს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მართული ენჯეოები ერთი სურვილის გამო როგორმე დაიბრუნონ მართვა სასამართლოზე" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" ინტერვიუში.

მანვე ისაუბრა სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე.

"როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და არა ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და "ქართული ოცნების" წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, კლანურობა მოდის "ნაციონალური მოძრაობისა" და მათგან მართული "ენჯეოების" მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მათ დაბრუნებას ცდილობენ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.