"მყოლია პაციენტები, მწერებით მკურნალობდნენ უშვილობას" - რას ჰყვება ქართველი ექიმი, რომელის დახმარებითაც ქალმა 54 წლის ასაკში გააჩინა ბავშვი - კვირის პალიტრა

"მყოლია პაციენტები, მწერებით მკურნალობდნენ უშვილობას" - რას ჰყვება ქართველი ექიმი, რომელის დახმარებითაც ქალმა 54 წლის ასაკში გააჩინა ბავშვი

თანმედროვე მედიცინა არაერთ გზას სთავაზობს წყვილებს, რომლებსაც შვილი გარკვეული მიზეზების გამო არ უჩნდებათ. უშვილო ადამიანების დასახმარებლად გავრცელებულ სამედიცინო მეთოდებს შორის ერთ-ერთი ინვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერებაა, რაც გულისხმობს საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვებას და სპერმის საშუალებით მათ სინჯარაში განაყოფიერებას...

რა ასაკამდე შეიძლება ინვიტრო განაყოფიერება და რა შემთხვევაში ეუბნებიან ამ პროცედურით სარგებლობაზე პაციენტს უარს, ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი.

- მაქსიმალური ასაკის მქონე პაციენტი, რომელიც საკუთარი კვერცხუჯრედით მიმიღია, იყო 54 წლის. დაახლოებით 35 წლიდან და 40-ის ზემოთ ძირითადად პრობლემურია ემბრიონების მდგომარეობა ხარისხის კუთხით. ვღებულობთ კვერცხუჯრედს დიდი ასაკის პაციენტებისგანაც, მაგრამ ვერ ვღებულობთ დაორსულებას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში დონაციის პროგრამა არის ლეგალური და ამიტომ შეიძლება წყვილებმა, რომელთაც განაყოფიერების შანსი დაბალი აქვთ, ისარგებლონ დონორით.

- ძირითადად ჩვეს ქვეყანაში იმედგადაწურული პაციენტები მიმართავენ ინვიტრო განაყოფიერებას, ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. თუ გქონიათ შემთხვევები, როცა ხალხური მეთოდების გამოყენებით ცდილობდნენ ქალაბტონები დაორსულებას? რას გვეტყვით ამის შესახებ?

- ჩემს პრაქტიკაში მყოლია პაციენტები, რომლებსაც მწერებით მკურნალობის მეთოდისთვის მიუმართავთ... სხვა საოცარი მეთოდებიც უხსენებიათ... მსგავსი მეთოდები დიდ ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებენ სახეს და თანდათან მივიწყებას ეძლევიან არაეფექტურობის გამო. არსებობს ისეთი ხალხური მეთოდები, მაგალითად, როგორიცაა ფუტკრის რძით მკურნალობა, ბალახეულით მკურნალობა და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უფრო მეტად, ვიდრე ის, რომ ამ მეთოდებს რამე შედეგი მოჰქონდეს. ამ მეთოდებს პაციენტებს არ ვუშლით, რადგან არაფერს ავნებს, მაგრამ მე როგორც ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელი, მედიკამენტის გარეშე ვერ ვუმკურნალებ პაციენტს. იხილეთ სრულად