"9 წელია გათხოვილი ვარ... ჩემი შვილი ჩვენი გადაცემის დიდი გულშემატკივარია..." - კვირის პალიტრა

"9 წელია გათხოვილი ვარ... ჩემი შვილი ჩვენი გადაცემის დიდი გულშემატკივარია..."

"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"

ნინუცა ორჯონიკიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის - "ნაშუადღევს" ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ. ტელეწამყვანი პროფესიაზე, ჩაცმის სტილზე, თავის მოვლაზე გვესაუბრა და ცოტა რამ ოჯახზეც გვითხრა...

ფოტოგალერეა გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მომწონდა. სკოლაშიც რაღაცებს ვიგონებდი, სტატიებს ვწერდი, სიუჟეტებს ვაკეთებდი... ჟურნალისტობა სულ მინდოდა, მაგრამ 2004 წელს, როდესაც სკოლა დავამთავრე, მაშინ ეს სფერო დიდად განვითარებული არ იყო. მშობლებმა ტექნიკური საგნების შესწავლა მირჩიეს (მეხერხებოდა), რომლითაც კარგი სამსახური, სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. მეც დავუჯერე და სხვათა შორის, არ ვნანობ. ფინანსისტობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ბევრ მუშაობას მოითხოვს. მეცადინეობა საათობით მიწევდა, რამაც დისციპლინა, დროის სწორად განაწილების უნარი და ბევრი ისეთი თვისება გამომიმუშავა, რაც ტელევიზიაში ძალიან მადგება..."

"როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, აუცილებლად ვვარჯიშობ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია, არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ - კარგ ხასიათზეც დგები ადამიანი, ენერგიული ხარ... კვების რეჟიმს რაც შეეხება, გაკონტროლებას წინათ უფრო ვახერხებდი, რომ უფრო მეტად ჯანსაღი საკვები მეჭამა. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გადაცემა საკმაოდ ხანგრძლივია. რომ ვიღლები, ხან შოკოლადს შევჭამ, ხან - სხვა ტკბილეულს, რომ "ენერგიაზე მომიყვანოს". რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ..."

"ვცდილობ, გადაცემის წინ ძალიან ბევრი და "მძიმე" საკვები არ მივირთვა, რომ ეთერში კომფორტულად ვიყო. როდესაც ასეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს, კარგად უნდა იკვებო, რომ ენერგიული იყო - ჩვენს პროფესიას ყველაზე მეტად ეს სჭირდება. როგორც კი ზედმეტს შეჭამ ან მშიერი ხარ, ფორმაში ვეღარ ხარ. ეთერში ყოფნისას არაფერი უნდა გაწუხებდეს..."

"9 წელია, გათხოვილი ვარ. მყავს მეუღლე და ერთი ბიჭი - ძალიან საყვარელი და კეთილი. ჩემი შვილი ჩვენი გადაცემის დიდი გულშემატკივარია..." (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა