კრწანისის ქუჩაზე, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა - კვირის პალიტრა

კრწანისის ქუჩაზე, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა

კრწანისის ქუჩაზე, 31 ნომერი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ავტობუსის მძღოლს ადმინისტრაციული წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრება.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭი გაუფუჭდა და ამან გამოიწვია მისი ბორდიურზე ავარდნა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო