"გული მწყდება, რომ პოლიტიკური დაავადების მხარეს დარჩა" - რას ამბობს კონკურენტზე ლადო კახაძე - კვირის პალიტრა

"გული მწყდება, რომ პოლიტიკური დაავადების მხარეს დარჩა" - რას ამბობს კონკურენტზე ლადო კახაძე

შალვა შავგულიძე არის კეთილშობილი, განათლებული, დახვეწილი, პროფესიონალი - მასზე ცუდ სიტყვას ვერ დამაცდევინებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურბალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლადო კახაძის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც მას გული სწყდება, შავგულიძის პოლიტიკური არჩევანია.

"გული მწყდება, რომ პოლიტიკური დაავადების მხარეს დარჩა. დაავადებასა და დაავადებულს შორის არის განსხვავება. დაავადებულს ერთი სული აქვს გამოჯანმრთელდეს და დაავადება სხვებს ასნეულებს", - აღნიშნა ლადო კახაძემ

"ინტერპრესნიუსი"