რატომ დატოვა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა. როგორც დეპუტატმა სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომიტეტი უკვე გადაიქცა იუსტიციის საბჭოს ინტერესების დამცველ ორგანოდ.

"სამწუხაროდ, იურდიული კომიტეტი უკვე არის იუსტიციის საბჭოს ინტერესების გამტარი და ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ინტერესებსა და სურვილებს. არანაირი მნიშნელობა აღარ აქვს, რომ კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწევევს საზოგადოებაში. კომიტეტზე შეუძლებელია შინაარსობრივი საუბარი. მე, პირადად დღეს პროტესტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ დავტოვე სხდომა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მწვავე დისკუსიას ამ საკითხზე პლენარულ სხდომაზე, როცა ეს საკითხი გამოვა. სამწუხაროა, რომ იურდიული კომიტეტი ასე დემონსტრაციულად არღვევს პროცედურებს იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნებოდა, არ მოხდებოდა განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის ფასად ხდება კობახიძის იმ კანონპროექტის გატანა, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილია, რეალურად ეს დაწერილია იმ ჯგუფის, ვინც ათკაციანი სია შეადგინა და ლობირებდა", -განაცხადა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"