გამოკითხვის მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს 47%-ით უსწრებს
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს რეიტინგში 47%-ით უსწრებს.
აღნიშნულს ცხადყოფს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ზელენსკის მხარს რესპონდენტთა 72.2% უჭერს, ხოლო პოროშენკოს კი 25.4%. გამოკითხულთა 2.4%-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე მივლენ, რათა ბიულეტენი გააფუჭონ.
აღნიშნული გამოკითხვა 9-დან 14 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა უკრაინის რეგიონების 129 დასახლებულ პუნქტში 2004 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 3.3%-ს არ აღემატება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.