" მზად ვარ, კიდევ ბევრი გადავიტანო ჩემს თავზე, ოღონდ ეს ბავშვებს არ შეეხოთ" - როგორ დასაჯა სალომე გოგიაშვილმა შვილის მჩაგვრელები - კვირის პალიტრა

" მზად ვარ, კიდევ ბევრი გადავიტანო ჩემს თავზე, ოღონდ ეს ბავშვებს არ შეეხოთ" - როგორ დასაჯა სალომე გოგიაშვილმა შვილის მჩაგვრელები

სალომე გოგიაშვილი ოთხი შვლის დედაა. მისი უფროსი გოგო - მაშო უკვე თინეიჯერია. ყველამ ვიცით, რომ ეს ასაკი განსაკუთრებულად საფრთხილო და საყურადღებოა, წვრილმანი ნიუანსიც კი შესაძლოა, დიდი პრობლემის მანიშნებელი გახდეს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსგავსი დეტალები არ გამორჩეს მშობელს, არ დაშორდეს შვილს, ჰქონდეს მასთან მეგობრული ურთიერთობა და არ შეექმნას პრობლემები, ამ კითხვებით სალომე გოგიაშვილს, როგორც თინეიჯერის დედას მივმართეთ.

- განსაკუთრებულად რთული ყოფილა თინეიჯერი გოგოს დედობა, რადგან მას კიდევ სხვანაირი ყურადღება სჭირდება. მივხვდი ერთ რამეს, რომ ყველაფერს უნდა მოეკიდო გაგებით, არ შეიძლება ჯიბრში ჩადგომა, გაპრობლემება, იმიტომ, რომ ასეთ დროს გოგო უფრო გეწინააღმდეგება, ვიდრე ბიჭი. რაღაცების თავიდან აცილების მიზნით ვცდილობ, უფრო გაგებით მოვეკიდო მის პრობელმებს და შეხედულებებსაც. ამას წინათ თავადაც აღნიშნა, ასეთი ახლო ურთიერთობა აქამდე ჩვენ არ გვქონიაო, ვუხსნი, რომ მაშინ პატარა იყო და ვერ აღიქვამდა რაღაცებს სათანადოდ. 24 საათის განმავლობაში ვცდილობ მასთან ვიყო, იმიტომ კი არა, რომ არ ვენდობი, ან ვაკონტროლებ, მგონია, არ ვარ იმ ასაკში, რომ არ ესიამოვნოს ჩემთან ერთად სიარული და ეს ყურადღებაც არ აღიზიანებს.

- ხასიათი თუ შეეცვალა? ან თუ არის თემები, რომლებზეც ადრე უფრო მეტად გიყვებოდათ, ვიდრე - ახლა?

- არა, პირიქით, ახლა უფრო გაიხსნა ჩემთან. მეც ვცდილობ, ველაპარაკო ისეთ თემებზე, რომლებზეც ვხვდები, რომ თვითომ ერიდება საუბარი.

- ეს ეხება პირად თემებს, თაყვანისმეცმლებს და ა.შ?

- ყველაფერს აბსოლუტურად. ვსაუბრობთ და ვჭორაობთ ყველაფერზე, რაზეც შეიძლება გოგოებმა იჭორაონ. ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას და სულ ვეუბნები, მე სააშკარაოზე იმიტომ გამომაქვს ყველაფერი, რომ ეს იყოს შენთვის კარგი მაგალითი და გაიაზრო, როგორ უნდა მოიქცე, ან არ უნდა მოიქცე იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რის გათვალისწინებით უნდა გააკეთო არჩევანი-თქო. მე საკმაო პირადი გამოცდილება მაქვს და ეს უნდა გამოიყენოს. მაშკა ძალიან აზრიანი ბავშვია, ჩემთან შედარებით ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში და საბედნიეროდ, ჩემს შეცდომებს და გამოცდილებას უკვე იყენებს. ამბობს ხოლმე, მე ამას არ გავაკეთებდი და ვერ ვხვდები, შენ რატომ გააკეთეო. გარკვეულწილად მადლობელი ვარ ღმერთის იმ ნეგატიური გამოცდილების გამოც. თუ ეს ჩემს შვილს აარიდებს იმავე პრობლემებს თავიდან, რაც მე მქონდა, მზად ვარ, კიდევ ბევრი გადავიტანო ჩემს თავზე, ოღონდ ეს ბავშვებს არ შეეხოთ. იხილეთ სრულად