"ნიკუშა უკან იჯდა და დაიღუპა" - ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ნიკუშა უკან იჯდა და დაიღუპა" - ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარი ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა 16 წლის ნიკა ჯორჯაძეა. იგი "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ინფორმაციას ავრცელებს მევლუდ მელაძის მეგობარი გიგი ტუღუში: იხილეთ სრულად