ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა კომახიძის ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სართალდამცავები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია