"ჩვენ დამნაშავენი ვართ შვილებთან. დღეს არ არსებობს ბავშვი, კომპიუტერთან ან ტელეფონთან გამუდმებით რომ არ იჯდეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დამნაშავენი ვართ შვილებთან. დღეს არ არსებობს ბავშვი, კომპიუტერთან ან ტელეფონთან გამუდმებით რომ არ იჯდეს"

რატომ არის ახალგაზრდებში გახშირებული ძალადობა, როგორ უნდა ვებრძლოთ მას და ვის ეკისრება პასუხიხმგებლობა ბავშვის, როგორც სრულფასოვანი საზოგადოების წევრის ჩამოყალიბებაში? ამ და სხვა საკითხებზე პოეტ ტარიელ ხარხელაურს ვესაუბრეთ...

-ახალგაზრდები ძალიან მგრძონიარეები არიან, მშობლებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ სამუშაო დღის ბოლოს ოჯახში შესვლისას სახეზე არ უნდა ეწეროთ და ურთიერთობის დროს არ უნდა გამოავლინონ რთული და დამღლელი დღე რომ ჰქონდათ... ნეგატივი ყველაზე ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მითუმეტეს გულუბრყვილო ბავშვებზე და სამწუხაროდ მასზე ადვილი მისაბაძი არაფერია... ყველაფრის საწყისი ოჯახია, ოჯახი სარკეა, ნიადაგია, სწორედ ამ ნიადაგიდან იწყებს აღმოცენებას შენი შვილი ამ ფესვებიდან ღებულობს სიყვარულის, სიძულვილისა და სიბრაზის გრძნობას...

მე მივეცი მაგალითი ბოროტების, სიყვარულის და ყოველივე ჩემი საქციელის. არ მოვიქეცი ისე რომ ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი საქციელიდან გამომდინარე დამენახებინა სწორი გზა მომავალი თაობისთვის. მხოლოდ სიბოროტე, შური და ზიზღი დავანახე მას და მაცოცხლებელი, მთავარი გრძნობა - სიყვარული, რომლითაც დღემდე კაცობრიობა სულდგმულობს, ვერ ვასწავლე... მე ვარ დამნაშავე ჩემ მომდევნო თაობასთან, ჩემი მომდევნო თაობა მის მომდევნო თაობასთან და ასე დაუსრულებლად...

ჩვენ დამნაშავენი ვართ შვილებთან. დღეს არ არსებობს ბავშვი, კომპიუტერთან ან ტელეფონთან გამუდმებით რომ არ იჯდეს. ეს ხომ მშობლის ბრალია მან შეუძინა, ეს კარგით, მერე ყურადღებას არ აქცევს, ბავშვი უყურადღებობას კარგად იყენებს, დიდ დროს ატარებს ტელეფონთან და კომპიუტერთან. ამაზე საშინელი მეორე უკიდურესობა რაღა არსებობს?! - რას ღებულობენ ინტენეტსივრციდან? ნეგატივს, ცუდს, ყოველივე ამაზრზენს, ძალადობას, მკვლელობას... შვილმა დედამ მოკლა, დედამ შვილი, ქმარმა ცოლი და ა.შ. ამ საზოგადოების წევრები როგორ შევძლებთ ჯანსაღ, მოაზროვნე და მოსიყვარულე თაობის აღზრდას?! აქაც მე, როგორც მშობელი მე ვარ დამნაშავე... მე წავართვი მას ბავშვობის ლამაზი წლები...

ერთ-ერთ შეხვედრაზე ასე 13-14 წლის ბავშვი მეკითხება - რით განსხვავდებოდა ჩემი ბავშვობა მათ ბავშვობისგან. ავუხსენი, მე მათ ასაკში ფეხიშველი დავრბოდი ეზოში და ვთამაშობდი-მეთქი, გაიკვირვა...

ჩვენ დროს უამრავი ქართული მულტიპლიკაციური ფილმები იყო. ყველა ამბავს მხოლოდ კეთილი, თბილი, სიყვარულით სავსე დასასრული ჰქონდა. გონებრივ და სულის საზრდოს ვიღებდით იმისათვის, რომ ნორმალურ, მოაზროვნე და მოსიყვარულე ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავით. ახლა პირიქით ხდება, ის ყველაფერი გაშინებს რაც მომავალ თაობას უკავშირდება...

ცოტა მოკრძალებულები უნდა ვიყოთ ბავშვების და ახალგაზრდების მიმართ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათთან ურთიერთობას უხვად უნდა გავცეთ სიყვარული, სითბო და ნაკლებად გამოვავლინოთ მათთან სიძულვილი, ბრაზი და უსიყვარულობა...

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)