"მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ..." - კვირის პალიტრა

"მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ..."

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ გამოცდები, რათა ეს ყველაფერი არ გახდეს სალაპარაკო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულთან მიმართებით, საბოლოო პოზიცია ხვალ შეჯერდება. კობახიძის განმარტებით, დასკვნაში აღნიშნულ საკითხზე აპრიორი მოთხოვნა არ ყოფილა.

„გამოცდის საკითხზე არის რეკომენდაცია, თუმცა აპრიორი არ მოითხოვს ვენეციის კომისია გამოცდის ამოღებას. იქ არის გარკვეული ტექნიკური საკითხი. წერია ერთი მხრივ, რომ უნდა იყოს შერჩეული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი და იქვე წერია გამოცდა. არის რეკომენდაცია, რომ ან ერთი უნდა ეწეროს ან მეორე. აპრიორი არ მოითხოვს გამოცდების ამოღებას. ამაზე გვექნება ხვალ მსჯელობა. მიუხედავად იმის, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ, რათა არ გახდეს სალაპარაკო ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე

"ინტერპრესნიუსი"