"ავალთ ივანიშვილთან აუცილებლად, ზვიგენი თუ არ შეგვჭამს" - კვირის პალიტრა

"ავალთ ივანიშვილთან აუცილებლად, ზვიგენი თუ არ შეგვჭამს"

"ავალთ ივანიშვილთან აუცილებლად, ზვიგენი თუ არ შეგვჭამს"- ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

"აი, ახლა გვაქვს შანსი, რომ მთაწმინდიდან დავიწყოთ ცვლილებები და როგორც პირველ ტურში მოხვდა ცხვირში ხელისუფლებას, ისე უნდა მოვახვედროთ მთაწმინდაზეც ცხვირში ხელისუფლებას. კარგი თამადა და დოლ-გარმონი კი არ გვჭირდება ჩვენ. ვისაც ბიძინა ივანიშვილი დაგვიყენებს, ის კი არ უნდა გავიყვანოთ ყველგან, არამედ ვინც სჭირდება ამ ქვეყანას და ხალხს. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთი ადამიანია ლევან იოსელიანი, რომელიც ახლა კარდაკარ დადის და ყველას ეუბნება, რომ ერთი წლის თავზეც მოვალ და თვალებშიც ჩაგხედავთ, რასაც გპირდებოდით, გავაკეთე თუ არა".