ქობულეთის საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს - კვირის პალიტრა

ქობულეთის საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს

ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში დღეს ემბრიონი იპოვეს. მომხდარის შესახებ საავადმყოფის ადმინისტრაციამ სამართალდამცავებს შეატყობინა.

მათი ინფორმაციით, მილი გაიჭედა და შემოწმების შემდეგ ებრიონი აღმოაჩინეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"