"პარლამენტის ცარიელი დარბაზი აჩვენებს, რომ არაფერი აინტერესებთ" - კვირის პალიტრა

"პარლამენტის ცარიელი დარბაზი აჩვენებს, რომ არაფერი აინტერესებთ"

პარლამენტის ცარიელი დარბაზი და ის, რომ წამყვანი - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საკითხის განხილვას არ ესწრება, აჩვენებს, რომ არაფერი აინტერესებთ, გარდა იმისა, მიღებული დავალება სწრაფად შეასრულონ და ცუდი კანონპროექტი სწრაფად მიიღონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

"ეს არის ერთგვარი რენდგენის სურათი, რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, როგორ რეაგირებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ემოციაზე და მოლოდინზე მმართველი პარტია, რაც აქვს შინ და გარეთ ყველას. ეს ჩვენ დავინახეთ. ეს იყო ძალიან კარგი სურათი და ფილტრი, რომ არ არის ინტერესი - მთავარი არის ის მესამე მოსმენა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ისე დასრულდა, რომ განხილვის პროცესში თანამომხსენებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

სხდომათა დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელიც ერთ-ერთი თანამომხსენებელია. პროექტი სესიაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

"ინტერპრესნიუსი"