საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მიმართვას ავრცელებს.

“ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად”, - ნათქვამია მიმართვაში.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი +97236093206, +972526919092