"ნოესგან ხელის თხოვნა ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის... ყველა გოგო ამ მომენტზე ოცნებობს და ბედნიერი ვარ" - კვირის პალიტრა

"ნოესგან ხელის თხოვნა ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის... ყველა გოგო ამ მომენტზე ოცნებობს და ბედნიერი ვარ"

როგორც ამბობენ, ჯერ არ დაქორწინებულან და დანიშნულები არიან, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელიც არაფერია, მაგრამ ნიშნობამდე, რომლის ფოტო თავად საპატარძლომ საკუთარ "ინსტაგრამზე" გაავრცელა, ინტერნეტსაზოგადოება გააოცა, რადგან მანამდე მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას არასად გაუჟონავს...

თუ რატომ აღმოჩნდა პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მის საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ამბავი მოულოდნელი, ამაზე თავად ნოე სულაბერიძე AMBEBI.GE-ს ასე პასუხობს:

"ალბათ იმიტომ, რომ მანამდე ყურმოკვრითაც არავის არ სმენია ჩვენზე არაფერი. შენიღბვა კარგად მოვახერხეთ... სხვათა შორის, ყველა გვეუბნება, რომ ერთმანეთს ვგავართ და ძალიან ვუხდებით, ხშირად გვწერენ კიდევაც. ეს პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა" - გვეუბნება ნოე.

ჯანეტი კი გვიყვება, რომ ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო:

"ნოე თბილისში იყო, მე - მოსკოვში. ამიტომ თავიდან ტელეფონით გვქონდა კომუნიკაცია... წლებია, ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ იხილეთ სრულად