პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა - სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა - სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. წმინდა გიორგის დღესასწაულზე პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა.

"დღემდე მონათლული იყო 37 901 ბავშვი, დღეს მოინათლა 777 ბავშვი. ვცდილობთ ხოლმე, რომ ეს ნათლობა დაემთხვეს რომელიმე დღესასწაულს. დღეს წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით იყო ნათლობა და ღვთის კურთხევა და წყალობა, წმინდა გიორგის მადლი არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

"ინტერპრესნიუსი"