დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა - კვირის პალიტრა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამ წუთებში, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

როგორც მისი უფლებადამცველი ლევან მახარაშვილი აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"