ვინ არიან "რუსთავი 2-ის" მფლობელები - კვირის პალიტრა

ვინ არიან "რუსთავი 2-ის" მფლობელები

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელსა და მოთხოვნებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მიზანია - კომპანიის გაკოტრება და მისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენა.

სამეწარმეო რეესტრის 10 აპრილის ამონაწერის მიხედვით ნინო ნიჟარაძე სამაუწყებლო კომპანიაში 9%-ს ფლობს. "რუსთავის 2"-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, ხოლო საკონტროლო პაკეტის - 51%-ის წილის მფლობელი შპს "ტელეკომპანია საქართველოა".

თავის მხრივ "ტელეკომპანია საქართველოს" 2018 წლის 20 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, 25%-25%-ს - გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, 50%-იან წილს კი ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას შვილია. გაგრძელება