"ეს რა გვიქენით, ერთი კვირის შექმნილი ოჯახი გქონდათ..." - კვირის პალიტრა

"ეს რა გვიქენით, ერთი კვირის შექმნილი ოჯახი გქონდათ..."

ზესტაფონში, სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი ადაიღუპა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარადცვლილები ზორვეთის მკვიდრი ალეკო ბარბაქაძე და მარიამ დოლუაშვილი არიან. ისინი ერთი კვირის წინ დაქორწინდნენ. წყვილი წუხელ ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი ხეს დაეჯახნენ.

გარდაცვლილებთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს მათი ახლობელი ლევან გამეზარდაშვილი:

"რა გვიქენით ეს რომ გაგვანადგურეთ. ღმერთმა ნათელშიი ამყოფოს თქვენი სულები, ჩვენ კიი რაღა დაგვრჩენია, გაუძლოთ ამ დიდ ტკივილსს. ეს არ უნდა მომხადრიყოო. ერთი კვირის შექმნილი გქონდათ ოჯახი.  იხილეთ სრულად