"ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა!" - რას აცხადებს როენა ხუცურაულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა!" - რას აცხადებს როენა ხუცურაულის ადვოკატი?

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატის, არჩილ დვალიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და გამორიცხულია მას პროსტიტუციისთვის ადგილი ვინმესთვის გადაეცა. ამის შეასხებ დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადეBით, როენა ხუცურაული დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალი წაყენებული აქვს 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა! მისი პოზიცია, რომ იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, ეს გამორიცხულია იქედან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება თავის ტერიტორიაზე სასტუმროს სახით. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტის თქმა არ შემიძლია. ბრალი წაყენებული აქვს და, სავარაუდოდ, 48 საათში იქნება სასამართლო პროცესი", - განაცხადა დვალიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"