სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასლან მარგოშვილის გამოკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასლან მარგოშვილის გამოკითხვა დასრულდა

სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასლან მარგოშვილის გამოკითხვა დასრულდა. თავად მარგოშვილმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა, თუმცა მისი ადვოკატის ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, გამოძიება ასლან მარგოშვილით მალხაზ მაჩალიკაშვილთან კომუნიკაციიდან გამომდინარე დაინტერესდა.

"გამოძიება კონკრეტულად ამ პირით დაინტერესდა მისი მალხაზ მაჩალიკაშვილთან კომუნიკაციიდან გამომდინარე. მან გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რაზეც, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რა შეკითხვებიც დასვა საგამოძიებო უწყებამ, ყველას გასცა პასუხი", - აღნიშნა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ადვოკატისვე განმარტებით, კონკრეტულ ბრალეულობაზე საუბარი არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

"ინტერპრესნიუსი"