საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 16:34 საათზე, წალკასთან, 3.2 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო წალკადან სამხრეთ-დასავლეთით 17კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 6 კმ-ში.
შეგახსენებთ, წალკასთან 3.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა გუშინაც მოხდა.
"ინტერპრესნიუსი"