"მისი ძაღ­ლი და ცხე­ნი თა­ვი­სით დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ..." - რა­ჭა­ში მე­ა­თე დღეა 24 წლის ბიჭს ეძე­ბენ - კვირის პალიტრა

"მისი ძაღ­ლი და ცხე­ნი თა­ვი­სით დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ..." - რა­ჭა­ში მე­ა­თე დღეა 24 წლის ბიჭს ეძე­ბენ

რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ნიკა ჯელაძეს ეძებენ. როგორც დაკარგული ბიჭის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, 24 წლის ახალგაზრდა სანადიროდ წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.

"მეგობრებო იშვიათად გთხოვთ რამეს, მაგრამ ამჯერად ყველა თქვენთაგანთან ერთი თხოვნა მაქვს. გთხოვთ ყველამ გააზიარეთ, რომ ეს ამბავი მთავრობამდე მივიდეს, რომ ყველანაირი ძალა გამოიყენონ იმისთვის, რომ ნიკუშა იპოვონ. ჩვენი ძმა და მეგობარი რაჭაში ნადირობისას დაიკარგა და 9 დღეა არ გამოჩენილა. მისი ძაღლი და ცხენი სახლში მესამე დღეს თავისით დაბრუნდნენ, მაგრამ ნიკუშას გარეშე" - წერს დაკარგული ბიჭის ახლობელი. გაგრძელება