ლილოში ე.წ ჩინელების ბაზრობაზე ხანძარია
ლილოში ე.წ ჩინელების ბაზრობაზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის.
ძლიერი ხანძრის გამო მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი სპონტანურად გამოაქვთ.
"ინტერპრესნიუსი"