ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დაჭრეს

ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება დაზარალებულს, მას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"