"ექიმებმა ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს!" - 24 წლის დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნდა - კვირის პალიტრა

"ექიმებმა ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს!" - 24 წლის დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნდა

ზუგდიდელ მსახიობს დემეტრე ნაყოფიას, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციაზე დაშავდა, თვალი შეუნარჩუნდა.

თბილისში, რეგიონულ ჰოსპიტალში ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ექიმებმა ახალგაზრდას თვალი შეუნარჩუნეს და ახლა მისი ფუნქციის აღდგენაზე მუშაობენ - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ნაყოფიას მეგობარი ესაუბრა.

"ძალიან რთული ოპერაციაა. თითქმის 4 საათია მიმდინარეობს და როგორც ვიცი მუშაობს სამი ქირურგი. საბედნიეროდ თვალი შეუნარჩუნდა დემეტრეს. ახლა მიდის მუშაობა, რომ მხედველობა აღუდგეს. მადლობა ექიმებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს!" - ამბობს ნიკა ლაშხია. (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: "ეს დემეტრეა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი" - 24 წლის ბიჭს, რომელზეც წერენ, რომ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, ოპერაცია ახლა უტარდება

TOP.GE