სპეცრაზმელს, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
10 სამართალდამცველს, რომელიც რუსთაველზე აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
AMBEBI.GE-ისთვის ცნობილი გახდა რომ, გათავისუფლებულ სამართალდამცველებს შოროს არის სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც 20 ივნისის ღამის დარბევის კადრებში, ოპერატორს უმიზნებდა, თუმცა მისმა კოლეგამ გაზის იარაღი გააწევინა.
AMBEBI.GE ფანცქალაშვილის მეზობლებს ესაუბრა, რომელთა თქმითაც, მომხდარის შემდეგ სამართალდამცველი აღარ გამოჩენილა. მათივე ინფორმაციით, მეორე დღეა სახლში არ იმყოფებიან სპეცრაზმელის ოჯახის წევრებიც. ფანცქალაშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ის თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდანაა, თუმცა მის სახელზე თბილისში ირიცხება ბინა, რომელიც სამსახურიდან გამომდინარე სახელმწიფომ გადასცა. გაგრძელება