"დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ..." - რას წერს იტალიური პრესა მილანში გარდაცვლილ 27 წლის ქართველ გოგონაზე
ორი თვის წინ, მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონას, იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, სახელად მოჰამედი, რომელმაც სავარაუდოდ ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა ქართველ გოგონას.
29 მარტს, როცა მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სახლში ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს, იტალიური მედია გამოთქვამდა ეჭვს, რომ ახალგაზრდა ქალი "ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი იყო", რადგან ნომერში ერთჯერადი შპრიცები, კოვზი და ჰეროინის ნარჩენები აღმოაჩინეს. როგორც მაშინ გამოქვეყნებულ სტატიებში იყო აღნიშნული, ქართველი გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ნარკოტიკების ზედოზირება გახდა, რასაც იზას ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.
lastampa.it წერს, რომ 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა და სწორედ მან მიჰყიდა ქართველ გოგონას ნარკოტიკული საშუალების სასიკვდილო დოზა. მამაკაცი ირწმუნება, რომ იზა ქავთარაძე "მისი მეგობარი გოგონა იყო".
აფრიკელი ნარკოდილერი ახლა დაკავებულია. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დამნაშავედ ცნო იზა ქავთარაძის - იზაბელის (როგორც მას იტალიაში იცნობდნენ) სიკვდილში. გაგრძელება