აქციაზე მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა იმღერეს
პარლამენტის წინ ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა სიმღერა „არასდროს“ შეასრულეს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეძღვნება.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-14 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.
"ინტერპრესნიუსი"