"მიხო, აკი სამი ტრუპი გყავდა სახლში, მოგვატყუეო?"
მიხო სამსახურიდან შინ დაბრუნდა და შენიშნა, რომ მარნის კარი ღია იყო. ყური მიუგდო და მიხვდა, რომ ქურდები შესულიყვნენ და ღვინოს იპარავდნენ.
მაშინვე პატრულში დარეკა: - ჯოუ, ჩემ მარანში ქურდები არიან, ღვინოსა მპარავენ და დროზე მოდითო.
- არც ერთი საპატრულო ბრიგადა არაა თავისუფალი, ყველა გამოძახებაზეა გასული და როგორც კი გათავისუფლდება, მაშინვე გამოვგზავნით, 1-2 საათი კი იქნებ თავად დააკავო ქურდებიო, - უპასუხა მორიგემ.
მიხომ 5 წუთი მოიცადა და ისევ გადარეკა, - იგრევ მე ვარ, რახან თქვენ არ გეცალათ, ავდექი და სამივე ქურდი ჩავცხრილე, მა ღვინოი ხო არ გავავერანებდი, რო მაიცლით, სასწრაფოც გამამიგზავნეთ, ტრუპები რო გაიტანონო...
2 წუთში 10 ეკიპაჟი მიგრიალდა მიხოს სახლთან, ატყდა ერთი ამბავი და მარანში მყოფი ქურდებიც დააკავეს.
- მიხო, აკი სამი ტრუპი გყავდა სახლში, მოგვატყუეო? - მიუბრუნდა პატრულის უფროსი.
- არა, დედითქვენისამა, აკი არც თქვენა გყამდათ თავისუფალი ეკიპაჟიო?