ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერს იპყრობს - ფოტოები მყინვარიდან - კვირის პალიტრა

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერს იპყრობს - ფოტოები მყინვარიდან

აშშ-ის საელჩოს "ფეისბუკგვერდი" ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია თუ როგორ ადის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე.

ჯგუფი, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ქალი შედის, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ წუთებში ლაშქრავს მყინვარს.

"ამ წუთებში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის. ამ ფოტოების გამოგზავნისას გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში..."- ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე. პოსტს თან ახლავს ჰეშთეგები: #visitgeorgia #spendyoursummeringeorgia

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში 2017 წლის ივლისში ჩამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობის დაწყებამდე, ის 2014-2016 წლებში, ქაბულში, ავღანეთში პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა.

როგორც აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, ის დიპლომატიური სამსახურის დაწყებამდე 1993 წლამდე, მერილენდის საჯარო სკოლებში უცხო ენების მასწავლებელი იყო.