ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 1 აშშ დოლარი 2.9321 ლარი გახდა - კვირის პალიტრა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 1 აშშ დოლარი 2.9321 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9321 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2637 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2496 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

"ინტერპრესნიუსი"