"წინასწარი ინფორმაციით, თუშეთში, ავარიას მსხვერპლი მოყვა" - რას ამბობს კახეთის გუბერნატორი? - კვირის პალიტრა

"წინასწარი ინფორმაციით, თუშეთში, ავარიას მსხვერპლი მოყვა" - რას ამბობს კახეთის გუბერნატორი?

წინასწარი ინფორმაციით, თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუნერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ჯერ სამაშველო ღონისძიებები ბოლომდე არ დასრულებულა. "სანამ მაშველები ოფიციალურად არ დაადასტურებენ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულები, თელავის რეფერალურ საავდმყოფოში ჯერჯერობით არ შეუყვანიათ.

შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

"ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"