ბათუმში ლიფტის შახტაში 4 ადამიანი ჩავარდა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ბათუმში ლიფტის შახტაში 4 ადამიანი ჩავარდა - არიან დაშავებულები

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

ექმიების ინფორმაციით, ოთხივე მათგანს ტრავმები ფეხის არეში აღენიშნებათ.

შემთხვევა აღმაშენებილის #2 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო