როგორ ამოჰყავთ მაშველებს ხევში გადავარდნილი სატვირთო - შსს ახალ კადრებს ავრცელებს თუშეთში მომხდარი ავარიის ადგილიდან - კვირის პალიტრა

როგორ ამოჰყავთ მაშველებს ხევში გადავარდნილი სატვირთო - შსს ახალ კადრებს ავრცელებს თუშეთში მომხდარი ავარიის ადგილიდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სპეც ტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. შედეგად მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე. დათვალიერების შედეგად , ამ ეტაპზე მეშვიდე ადამიანის ცხედარი ვერ იქნა ნაპოვნი.

პარალელურად სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამინის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

palitravideo.ge