"გთხოვ მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა" - კვირის პალიტრა

"გთხოვ მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა"

გურამიშვილის გამზირზე, 24 ივლისს დატრიალებული ტრაგედიია დეტალები ისევ ბურუსით მოცულია. ახლობლებს ისევ არ აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რას შეეწირა 2 წარმატებული ახალგაზრდის სიცოცხლე.

შალვა (შაკო) ტყემალაძის და გურამ (გუგა) კოღუას ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ახლა ექსპერტიზით უნდა გაირკვეს მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ მკვლელობა. საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ერთადერთი ვერსია - ერთ-ერთ ბიჭს იარაღი გაუვარდა და ნახა რა რომ მეგობარი მოკლა, სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. პროკურატურამ კი მომხდარს განზრახ

მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, თუმცა სამართალდამცავებს დანაშაული ჯერჯერობით არ გაუხსნიათ.

"ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილი შაკო ტყემალაძის ძმა, თორნიკე ტყემალაძე:

"ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო , ჩემო პატარა ძმაო , გთხოვ მაპატიო ყველაფერი , არ მინდა ტირილი , რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და ამავედროს სასცილო იყო , გთხოვ მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა , ეს სინანული კი შენთან შეხვედრანდე გამყვება იმედი მაქვს შევხვდებით კიდევ მანამდე კი მინდა გითხრა, მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით..." წყარო

იხილეთ ასევე: საქმეში დევს მეგობრების მიმოწერაც და ერთმანეთთან გაგზავნილი იარაღის ფოტოც - რას ჰყვებიან გურამიშვილის გამზირზე მოკლულ ახალგაზრდებზე ახლობლები