სოკოთი მოწამლული სამი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - კვირის პალიტრა

სოკოთი მოწამლული სამი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორი პაციენტი რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. კვლავ მძიმეა რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობაც. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მოწამლულები ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს. სამივეს სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნება.

"ინტერპრესნიუსი"