თუშეთში სამაშველო ოპერაცია განახლდა - 18 წლის ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ - კვირის პალიტრა

თუშეთში სამაშველო ოპერაცია განახლდა - 18 წლის ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ

თუშეთში სამაშველო ოპერაცია განახლდა. ამ დრომდე 18 წლის ლევან შაბალაიძეს ვერ პოულობენ. ღამის საათებში სამაშველო ეკიპაჟებიდა პოლიცია მდინარე სტორში მონიტორინგს ისევ ახორციელებდნენ.

მაშველებმა სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს.

შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე, თუმცა სამწუხაროდ, ახალგაზრდა ვერ იპოვეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ასევე: "სამი ძმიდან ერთმა მანქანიდან გადახტომით უშველა თავს, ორი კი, მათ შორის 12 წლის გაგა, დაიღუპა"

"ინტერპრესნიუსი"