ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება - კვირის პალიტრა

ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძისთვის წილების გადაცემის საკითხია. როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით დვალმა აღნიშნა, ისინი მოისმენენ ქიბარ ხალვაშის წინადადებას.

"ინტერპრესნიუსი"