"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში" - კვირის პალიტრა

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში"

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში. ასეთი დიდი ნაბიჯი მართლაც მოსალოცია მთელი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ "ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლების მოპოვებას ეძღვნება.

"ჩვენ ვხდებით ერთ-ერთი ევროპის ქალაქი, როგორც სხვა ევროპელი ქალაქები. ჩვენ ვუმასპინძლებთ "ფიბას" ნაწილ თამაშებს და არა საბოლოოს, რაც ჩატარდება გერმანიაში, მაგრამ როგორც იტალია, როგორც ჩეხეთი, ისე საქართველო, როგორც სხვა ევროპელი ქვეყანა, იქნება მასპინძელი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართევლოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში. ასეთი დიდი ნაბიჯი მართლაც მოსალოცია მთელი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოსალოცია, რადგან ეს იქნება "ევროპის დონის ინფრასტრუქტურა საქართველოში".

"მე ვიყავი მიუნხენში და ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც მოხდა მიუნხენში და მე მგონია, ყველანი ამაყი ვართ იმით, რაც მოხდა მიუნხენში. ეს არის დამსახურება ფედერაციის, ჩვენი კალათბურთელების და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში წლების მანძილზე. მე ვიგრძენი პასუხისმგებლობა, როცა იქ დავპირდი, რომ ვიქნებოდი ზედამხედველი იმისი, რაც მოხდებოდა, ასე რომ ბატონო პრემიერო, ბატონო ქალაქის მერო, ბატონო მინისტრო, ერთად ვართ ყველანი პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა, რაც უნდა აშენდეს, მართლაც დროულად უნდა იყოს დაწყებული და დროულად დამთავრებული. მე მინდა მოგილოცოთ, რომ გვექნება ევროპის დონის ინფრასტრუქტურა საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"