სტერეო +: "რუსთავი 2" ეროვნული მაუწყებლობიდან არ გაითიშება" - კვირის პალიტრა

სტერეო +: "რუსთავი 2" ეროვნული მაუწყებლობიდან არ გაითიშება"

"რუსთავი 2"-ის ეროვნული მაუწყებლობიდან გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტერეო + ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიამ პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის სტერეო +-ის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა.

შეგეხსენებთ, "რუსთავი 2"-ის, "ტვ პირველისა" და "ერთსულოვნების" შესაძლო გათიშვის შესახებ სტერეო +-მა გაავრცელა განცხადება და დავალიანების დაფარვისთვის აღნიშნულ კომპანიებს ვადა 1 აგვისტოს დღის ბოლომდე მისცა.

"ინტერპრესნიუსი"