ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია - კვირის პალიტრა

ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის ერთი არასრუწლოვანია. ამის შესახებ "ინტერპრენისუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ცნობით, მაშველებმა წყლიდან ორივე მოქალაქე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი დახმარება ვერ მოხერხდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.

"ინტერპრესნიუსი"