"გახარია წადი", "სისხლიანო გახარია", "ჯალათო" - "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ - კვირის პალიტრა

"გახარია წადი", "სისხლიანო გახარია", "ჯალათო" - "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ

აჭარაში, ბეშუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე, სადაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვნდნენ, რასაც პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ხმაური მოჰყვა. "გახარია წადი", "სისხლიანო გახარია", "ჯალათო" სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, მათ მცდელობა ჰქონდათ, რომ პრემიერთან მიახლოებულიყვნენ და აქციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და გზა გადაკეტა.

"ნახეთ, რომ პოლიციამ გადაგვიკეტა გზა და ძალადობს, რომ კომფორტი შეუქმნას პრემიერს და ახლოს არ მიგვიშვას. როგორც ჩანს, ეს არის დღესასწაული მხოლოდ "ქართული ოცნების" და პრემიერის, ისე როგორც დააბრმავეს ხალხი, ისე არის დღეს მთავრობა დაბრმავებული და დაყრუებული, არ ესმის ამ ხალხის", - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

"ინტერპრესნიუსი"