ქობულეთში ძაღლის გადასარჩენად ზღვაში შესული მამაკაცი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ქობულეთში ძაღლის გადასარჩენად ზღვაში შესული მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ძლიერი ტალღებში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი მაცხოვრებელია.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ambebi.ge