ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და "ფორდ ტრანზიტის" ავტომობილები დაეჯახნენ.

2 ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"