"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი - ამერიკული ჯგუფი ტოვებს - კვირის პალიტრა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი - ამერიკული ჯგუფი ტოვებს

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ამერიკულმა "კონტი" ჯგუფმა დატოვა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედინი "ინტერპრესნიუსთან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული "კონტი" ჯგუფის გასვლას ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.

კონსორციუმში არ საუბრობენ არც იმაზე, როგორ აისახება ეს პროექტის მომავალზე.

ცნობისთვის, ამერიკული "კონტი" ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.

"ინტერპრესნიუსი"